გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მსოფლიო დონის გასტრონომიული ექსპერტები და გავლენიანი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ.

13-08-2026

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და „გასტროტურის" მოწვევით, საქართველოს მსოფლიოში აღიარებული გასტრონომიული ექსპერტები, Michelin Guide-ის, Forbes-ის, The World's 50 Best-ის ჟურნალისტები, კულინარიული მკვლევარები, დოკუმენტალისტები, ინფლუენსერები და შეფ-მზარეულები ეწვივნენ.


ტურის ფარგლებში სტუმრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ეწვივნენ, გაეცნენ ადგილობრივ პროდუქტებს, ღვინის მომზადების უძველეს ტრადიციებს, რეგიონულ კულინარიასა და თანამედროვე ქართულ გასტრონომიულ ტენდენციებს. სპეციალურად სტუმრებისთვის გაიმართა ქართული კერძების მასტერკლასები და ღვინის დეგუსტაცია.


ტურის მიზანია საქართველოს, როგორც გლობალური გასტრონომიული დანიშნულების ადგილის პოზიციონირება, ქართული კულინარიული მემკვიდრეობის, თანამედროვე სამზარეულოს, ქართული მეღვინეობისა და ადგილობრივი პროდუქტების პოპულარიზაცია მსოფლიოს წამყვან მედიაპლატფორმებზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031