გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ჭეიშვილი გიორგი უშიკიშვილს: 2012 წელს პეტერბურგში რომ კონცერტს ატარებდი, რუსებს არ უწყობდი ღონისძიებას მაშინ?! მაშინ არ გტკიოდა ანწუხელიძე?! სინამდვილეში, არაფერი არ გტკივათ, უბრალოდ პოპულისტები ხართ

15-08-2026

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჭეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მომღერალ გიორგი უშიკიშვილს პოპულიზმსა და ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებს.


ჭეიშვილი გიორგი უშიკიშვილის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის საუბრობს, რომ კახეთში, თავის სასტუმროში, რუსებს ქორწილის თუ სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებაზე უარს ეუბნება, რადგან მისთვის წარმოუდგენელია, იქვე ახლოს, სადაც გიორგი ანწუხელიძის სოფელია, რუსებს ღონისძიება მოუწყოს.


ჭეიშვილი უშიკიშვილს 2012 წელს რუსეთში გამართულ ღონისძიებას ახსენებს და მიმართავს, რომ სინამდვილეში არაფერი სტკივა და უბრალოდ პოპულისტია.


„2012 წელს პეტერბურგში რომ კონცერტს ატარებდი, რუსებს არ უწყობდი ღონისძიებას მაშინ?! 2008 წლის ომი არ იყო მომხდარი?! მაშინ არ გტკიოდა ანწუხელიძე?! ახლა რომ იაფფასიან პერფორმანსებს დგამ. სინამდვილეში არაფერი არ გტკივათ, უბრალოდ პოპულისტები ხართ“, - წერს ირაკლი ჭეიშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31