17-08-2026
„დაუკვირდით, როგორც კი პოზიტიური პროცესები იწყება აფხაზეთთან მიმართებით, მაშინვე აქტიურდება გარედან მართული ადგილობრივი აგენტურა და მოთქმას იწყებს წარსულზე. სახელდობრ კი, ცდილობს ომის მძიმე მოვლენების წარმოჩენას. უფრო მეტიც, თავისი ჭკუით, თითქოსდა ასაბუთებენ აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნის მიზანშეუწონლობას“, – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, რეგიონით დაინტერესებულ გარკვეულ ძალებს, საკუთარი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე, არ სურთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სწორედ ამიტომ იყენებენ მათ მიერვე დაფინანსებულ ადგილობრივ მეხუთე კოლონას და უკვე აშკარად აჟღერებინებენ გზავნილს - „საქართველო აფხაზეთის გარეშე“.
„დაუკვირდით, როგორც კი პოზიტიური პროცესები იწყება აფხაზეთთან მიმართებით, მაშინვე აქტიურდება გარედან მართული ადგილობრივი აგენტურა და მოთქმას იწყებს წარსულზე. სახელდობრ კი, ცდილობს ომის მძიმე მოვლენების წარმოჩენას. უფრო მეტიც, თავისი ჭკუით, თითქოსდა ასაბუთებენ აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნის მიზანშეუწონლობას. გაიხსენეთ, რას ამბობდნენ ახლო წარსულში რესპუბლიკელები, ცალკეული მდიდარი „ენჯეოები“; მერე რა ამბავი ატეხეს ბიძინა ივანიშვილის მიერ ქართველ-აფხაზთა და ქართველ-ოსთა შერიგებაზე წარმოთქმული სიტყვის გამო. ახლა კიდევ ე.წ. ოპოზიციონერებმა, სინამდვილეში კი გარედან მხარდაჭერილმა და მართულებმა, ატეხეს ამბავი ჩვენს დე იურე ტერიტორიაზე ჩვენი მოქალაქეებისთვის საწვავის შეტანის გამო. უფრო მეტიც, ეს უსამშობლოები დროდადრო სიხარულის ყიჟინით ელოდებიან აფხაზეთში უკრაინული დრონების გამოჩენას და გაშმაგებულნი ყვირიან: „დრონები, დრონები, დრონები ჩქარაო!“. უდავოა და საბოლოოდ მტკიცდება, რომ ერთი ხელიდან იმართება ეს ყველაფერი. ანუ მკაფიოა, რომ რეგიონით დაინტერესებულ გარკვეულ ძალებს, საკუთარი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე, არ სურთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამიტომაც იყენებენ მათ მიერვე დაფინანსებულ ადგილობრივ მეხუთე კოლონას და უკვე აშკარად აყვირებენ: „საქართველო აფხაზეთის გარეშე!“, – წერს გვენეტაძე
13-05-2026