გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ყველის უკანონოდ რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

17-08-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა თბილისში, წინამძღვრიშვილის N 133 ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე რძის ნაწარმის და ყველის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. ინსპექტირებისას გამოვლინდა ისეთი ფაქტებიც, როცა ყველისა რეალიზაცია სატრანსპორტო საშუალებებიდან ხდებოდა.


ინდივიდუალური მეწარმეები (ნ.ტ., კ.ხ, მ.ს) და ბიზნესოპერატორები (შპს„ზურა თელეთი" ,შპს „კუმისი") , ბიზნესსაქმიანობას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ეწეოდნენ. ამავდროულად გამოვლინდა მაღალი რისკის სურსათის შენახვა/რეალიზაციის და მიკვლევადობის წესების დარღვევა.


კანონმდებლობის შესაბამისად ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.


სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს თავი შეიკავოს სურსათის შეძენისგან იმ ობიექტებში, სადაც არ არის დაცული სურსათის უვნებლობის სავალდებულო მოთხოვნები, ხოლო ბიზნესოპერატორებს საქმიანობა კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელონ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930