გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთში სადრენაჟო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

18-08-2026

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, დამშრობი სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.


გატარებული ღონისძიებების შედეგად,  30 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება დრენაჟი და  სავარგულები დატბორვისგან იქნება დაცული.


ამ ეტაპზე მიმდინარეობს რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი მასივის კოლექტორისა და შემკრები არხების ცალკეული მონაკვეთების წმენდა და მოწესრიგება. არხების საერთო სიგრძე 5711 მეტრია.


სადრენაჟო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ხელს უწყობს ჭარბი წყლის  დროულ და ეფექტიან გატარებას, რაც განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია უხვი ნალექითა და მაღალი ტენიანობით გამორჩეულ ტერიტორიებზე და უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო მიწების მდგომარეობის გაუმჯობესებას.   

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30