გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე: არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული, ძალიან რთულად წარმომიდგენია ეს ყველაფერი

18-08-2026

არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ოპოზიცია, თავისი ყველა განშტოებით აცხადებს ხოლმე ყველაზე საზიზღარ ადამიანად და მერე, როდესაც ეს ადამიანი უპირისპირდება საკუთარ გუნდს, ამის შემდეგ აცხადებენ ხოლმე გმირად, პოლიტპატიმრად და ა.შ. ეს ძალიან მარტივი სქემაა და ჩვენთვის საინტერესო არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურმა უპასუხა კითხვას, რომელიც ოპოზიციის ნაწილის გამოხმაურებას ეხებოდა ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით.

„ყოველ ჯერზე ასე ხდება, არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ოპოზიცია, თავისი ყველა განშტოებით აცხადებს ხოლმე ყველაზე საზიზღარ ადამიანად და მერე, როდესაც ეს ადამიანი უპირისპირდება საკუთარ გუნდს, ამის შემდეგ აცხადებენ ხოლმე გმირად, პოლიტპატიმრად და ა.შ. ეს ძალიან მარტივი სქემაა და ჩვენთვის საინტერესო არ არის.


მინდა შეგახსენოთ კონკრეტული სახელები და გვარები, აღარ ჩამოვყვები ყველას, მაგრამ ადამიანები გყავდათ გამოცხადებული ყველაზე საზიზღარ პოლიტიკოსებად და შემდეგ თქვენს ეთერებში დადიად, გმირებად, პოლიტპატიმრებად გამოაცხადეთ და ყველაზე საყვარელ პოლიტიკოსებად გამოაცხადეთ ასეთი ადამიანები. ხომ უამრავია ასეთი, ვისაც აცხადებდით ყველაზე საზიზღარ პოლიტიკოსებად და მას შემდეგ, რაც განუდგნენ ხელისუფლებას, არიან თქვენი უსაყვარლესი პოლიტიკოსები, კოლექტიურ ძალას ვგულისხმობ. იგივე ხდება ამ შემთხვევაშიც. ევროპარლამენტმაც კი შეიტანა ეს საკითხი საკუთარ რეზოლუციაში. მარტივი რაღაც არის, ხედავენ, რომ არის ხელისუფლება, რომელიც კონკრეტული პრინციპების მოქმედებს, როგორც კი ვიღაც, ნებისმიერი დაუპირისპირდება ხელისუფლებას, რა შეფასებებიც არ უნდა ჰქონდეთ მანამდე გაკეთებული ამ ადამიანის მიმართ, მათ შორის კორუფციასთან დაკავშირებით, აღარ აინტერესებთ და მერე აღმოჩნდება, რომ კორუფციისგან თავისუფალია ადამიანი და ის არის პოლიტპატიმარი და გმირი, რომელიც დაუპირისპირდა საზიზღარ ხელისუფლებას. ასეთი სქემები არ არის საინტერესო ჩვენთვის. როდესაც ოპოზიცია აცხადებს პოლიტპატიმრად კონკრეტულ ადამიანს, ესეც იძლევა კონკრეტული დასკვნების გამოტანის საშუალებას", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


პრემიერმა ასევე უპასუხა შეკითხვას, ჰქონდა თუ არა პოლიტიკური გეგმები ირაკლი ღარიბაშვილს.


„არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აქვს აღიარებული კორუფციული დანაშაული. ძალიან რთულად წარმომიდგენია ეს ყველაფერი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31