გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა დოლიძე: ატმისა და ვაშლატამის ექსპორტთან დაკავშირებული პროცესი სტაბილურად მიმდინარეობს

18-08-2026

საქართველოში მიმდინარე სეზონზე ატმისა და ვაშლატამის მოსავალი, სავარაუდოდ, 17 000-18 000 ტონას მიაღწევს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ლაშა დოლიძის განცხადებით, საექსპორტო ფასი შარშანდელთან შედარებით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ხოლო გასულ კვირას ექსპორტთან დაკავშირებით არსებული შეფერხებები პრაქტიკულად აღმოფხვრილია.


"ატმისა და ვაშლატამის მოსავალი, დაახლოებით, 17 000-დან 18 000 ტონამდე იქნება. რაც შეეხება საექსპორტო ფასს, შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის და მხოლოდ მცირედი სხვაობა ფიქსირდება.


გასულ კვირას ექსპორტთან დაკავშირებით გარკვეული შეფერხებები დაფიქსირდა, თუმცა ეს პრობლემები პრაქტიკულად აღმოფხვრილია. პროცესი სტაბილურად მიმდინარეობს. თანდათანობით გადის ის პროდუქციაც, რომელიც საზღვარზე, მაცივრებში ინახებოდა. ვფიქრობ, ექსპორტის პროცესი ნორმალურად გაგრძელდება და შესაბამისი შედეგებით დასრულდება.


რაც შეეხება სახელმწიფოს მხარდაჭერას, სულ ცოტა ხნის წინ განახლდა და შეიცვალა აგროთანადაფინანსების პროგრამა. ატმისა და ვაშლატამის წარმოების მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება. გარდა ამისა, ვფიქრობთ, სპეციალური ღონისძიებები გავატაროთ ცოდნის გავრცელების მიმართულებით, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, მოვიძიოთ უკეთესი გასაღების ბაზრები და ვაწარმოოთ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქცია” - განაცხადა ლაშა დოლიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930