გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე ღარიბაშვილზე: პატიმრობაშია და ვფიქრობ, სწორი არ იქნება ჩემგან შეტევაზე გადასვლა, თუმცა, როდესაც მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები უკომპრომისოდ დავუპირისპირდებით კორუფციას, მსგავსი ბრალდებებისთვისაც მზად ვართ

19-08-2026

პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ, სწორი არ იქნება ჩემგან შეტევაზე გადასვლა, თუმცა ერთი შემიძლია გითხრათ აბსოლუტური გულწრფელობით, რომ როდესაც პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები უკომპრომისოდ დავუპირისპირდებით კორუფციას, ამისათვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები, შეიძლება უარესიც, იყო, არის და იქნება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც კორუფციას ებრძვის, მსგავსი ბრალდებებისთვის მზად უნდა იყოს.


„მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, ამისგან თავს შევიკავებ. პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ, სწორი არ იქნება ჩემგან შეტევაზე გადასვლა, თუმცა ერთი შემიძლია გითხრათ აბსოლუტური გულწრფელობით, რომ როდესაც პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები უკომპრომისოდ დავუპირისპირდებით კორუფციას, ამისათვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები, შეიძლება უარესიც, იყო, არის და იქნება. თუ ამისთვის მზად არ ხარ ხელისუფლების წარმომადგენელი, მაშინ ვერც კორუფციას გამოუცხადებ ბრძოლას, ვერც საქმეს გააკეთებ და ვერც სწრაფ მენეჯმენტს უზრუნველყოფ.


როდესაც ადამიანი გადმოდის შეტევაზე, უსაფუძვლო და ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, მის მიზნობრიობაზე მე შევეცდები, რომ დღეს არ ვისაუბრო. სერიოზულადაც არ შეიძლება ჩვენ ისეთ საკითხებზე ვილაპარაკოთ, რამდენი შეტევაც განხორციელდება ჩვენზე კორუფციასთან ბრძოლის გამო", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31