გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იაგო ხვიჩია გიგა ლემონჯავას განცხადებაზე: გვარამიას ქვეშევრდომებმა სჯობს, დასვან კითხვა, საიდან ის 40 მილიონი, რითაც ისინი ფინანსდებოდნენ

20-08-2026

„როგორც ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე არ ლაპარაკობენ, ჩემი აზრით, ასე არ უნდა ილაპარაკონ ვინმეს მოსყიდვასა თუ ფულის აღებაზე“, - ასე გამოეხმაურა „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია „იმედინიუსთან“ გიგა ლემონჯავას განცხადებას.


ხვიჩია „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გიგა ლემონჯავას განცხადებას იმის შესახებ, რომ „ხვიჩიას პარტია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის სატელიტია“, აბსურდს უწოდებს.


„რა უნდა ვთქვა ამ აბსურდზე, მაგრამ გვარამიას ქვეშევრდომებმა სჯობს, დასვან კითხვა: საიდან არის ის 40 მილიონი, რითაც ისინი ფინანსდებოდნენ და, შეიძლება, დღემდე ფინანსდებიან. თან ამაზე მარტო ჩვენ არ ვლაპარაკობთ, აგერ მიხეილ სააკაშვილსაც აქვს ეს პრეტენზია. სანამ სხვისი ფულის აღებაზე ან სატელიტობაზე ილაპარაკებენ, როგორც ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე არ ლაპარაკობენო ასე არ უნდა ილაპარაკონ, ჩემი აზრით, ვინმეს მოსყიდვასა თუ ფულის აღებაზე“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31