გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 0,5 პროცენტით შემცირდა

25-12-2018

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 0,5 პროცენტით შემცირდა.


საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება ძირითადად განპირობებული იყო სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 2,5 პროცენტიანი კლებით, რამაც -0,68 პროცენტული პუნქტით მოახდინა ზეგავლენა მთლიან ინდექსზე. აღნიშნულ პერიოდში ფასები 0,2 პროცენტით გაიზარდა სამშენებლო მასალებზე, ხოლო 0,4 პროცენტით - ტრანსპორტირებაზე, საწვავსა და ელექტროენერგიაზე.


წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა 0,7 პროცენტით. ამ შემთხვევაშიც, ინდექსის შემცირება ძირითადად გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 13,4 პროცენტიანი კლებით, რაც -4,21 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში სამშენებლო მასალებზე ფასების 6,0 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, რაც 3,23 პროცენტული პუნქტით აისახა ინდექსის წლიურ ცვლილებაზე. გარდა ამისა, ფასე

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31