გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყო

24-08-2026

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ბორჯომისა და ბაკურიანის  სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები   დაიწყო.  საველე სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი ადგილზე გაეცნო.


ინვენტარიზაციის სამუშაოები 45 727  ჰა ფართობზე  განხორციელდება, რის  შემდეგაც ტყის მართვის გეგმა შემუშავდება, სადაც ასახული იქნება ყველა სატყეო-სამეურნეო ღონისძიება მომდევნო ათწლიანი პერიოდისთვისმათ შორის, სანიტარიული ჭრები,  ტყის აღდგენის ღონისძიებები, სატყეო  გზების მოწყობა  თუ სხვა. 


„ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები, რაც ერთობლიობაში უზრუნველყოფს ქვეყნის ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას. ტყის ინვენტარიზაცია ტყის მართვის  სამოქმედო გეგმის საფუძველია,  რათა სწორად და ეფექტიანად დავგეგმოთ  სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები მომავალი ათი წლისთვის. ყველა ეს ღონისძიება  ჯამში, სატყეო რეფორმის წარმატებით განხორციელების გარანტიაა“ - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.


აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, ინვენტარიზაციის სამუშაოები სრულადაა განხორციელებული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიის 50%- ზე მეტ ფართობზე. ხოლო 2026 წლის ბოლომდე, ინვენტარიზაციის სამუშაოები  შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში  ჯამში, 238 ათას ჰა  ფართობზე განხორციელდება.  

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31