გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ქობულია: ხალხს უჭირს და სიღარიბის დაძლევის ბევრად მაღალი ტემპები გვჭირდება

25-12-2018

„მიუხედავად იმისა, რომ არსებული სტატისტიკით, 2013 წელთან შედარებით სიღარიბის დონე ათი პროცენტით შემცირდა, ჩვენს ერთ-ერთი ყველაზე დიდ გამოწვევად და ნომერ პირველ პრიორიტეტად სიღარიბესთან ბრძოლა რჩება“ - ეს განცხადება გიორგი ქობულიამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.



„სიღარიბესთან ბრძოლა არის ის პარამეტრი, რასაც მუდმივად ვადევნებთ თვალყურს. ცხადია, ხალხს უჭირს, რადგან გვაქვს ჯერ კიდევ სიღარიბის 20 პროცენტიანი მაჩვენებელი და ეს უნდა დავძლიოთ. სიღარიბის შემცირების ტემპები ბოლო ორი წლის განმავლობაში იყო დაბალი და გვჭირდება მისი დაძლევის ბევრად უფრო მაღალი ტემპები“ - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე იმყოფება, სადაც სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაციას მართავს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31