გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა

31-08-2026

თიბისის განათლების პროგრამის ფარგლებში შექმნილი YouTube პოდკასტების სერია „არის ერთი ნიუანსი“ ნიკო ნერგაძესთან ერთად წარმოგიდგენთ ახალ, მე-16 ეპიზოდს  „რატომ ვგულშემატკივრობთ უცნობ ადამიანებს?“.  


რატომ განვიცდით სხვის გამარჯვებას ისე, თითქოს ის ჩვენი იყოს, ან რატომ გვწყინს უცნობი ადამიანის მარცხი? რა გვაიძულებს, ემოციურად დავუკავშირდეთ ადამიანებს, რომლებსაც შესაძლოა ცხოვრებაში არასდროს შევხვედრივართ? „არის ერთი ნიუანსის“ ახალ ეპიზოდში ნიკო ნერგაძე სწორედ გულშემატკივრობის ფსიქოლოგიურ და სამეცნიერო საფუძვლებს იკვლევს და ცდილობს, ნაცნობ ემოციას მოულოდნელი კუთხით შეხედოს.


თიბისის მხარდაჭერით შექმნილი YouTube პოდკასტების სერია „არის ერთი ნიუანსი“ იმ კითხვებზე პასუხების ძიებას აგრძელებს, რომლებსაც მარტივი და ერთმნიშვნელოვანი პასუხები არ აქვს. თითოეული ეპიზოდი თანამედროვე სამეცნიერო კვლევებს ეყრდნობა და მაყურებელს აჩვენებს, როგორ იქმნება ცოდნა, რატომ არის კონტექსტი მნიშვნელოვანი და რატომ არ იყოფა ჭეშმარიტება ყოველთვის შავად და თეთრად.


თიბისისთვის განათლება, ცოდნის გაზიარება და მუდმივი განვითარება მნიშვნელოვანი ღირებულებებია. სწორედ ამიტომ ბრენდი მხარს უჭერს საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც საზოგადოებაში შემეცნებას, კრიტიკულ აზროვნებასა და კვლევით კულტურას აძლიერებს.


„არის ერთი ნიუანსის“ ახალ სეზონში მაყურებელს კიდევ არაერთი საინტერესო და დამაფიქრებელი თემა ელოდება. გაეცანით სერიის სრულ ვიდეოეპიზოდებს და აღმოაჩინეთ ნიუანსები, რომლებიც ერთი შეხედვით ნაცნობ საკითხებს სრულიად სხვაგვარად დაგვანახვებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930