გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლეკიანის დამშრობი მასივის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

3-09-2026

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ლეკიანის დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს.


სოფელ ნატანების ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან, ჯამში,  3 კილომეტრი სიგრძის კოლექტორული და  შემკრები ქსელი იწმინდება.


ჩატარებული სამუშაოების შედეგად გაიზრდება არხების გამტარუნარიანობა და აღდგება სადრენაჟე მომსახურება 25 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას შეუწყობს ხელს.


სადრენაჟე არხის გაწმენდით სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდება.


სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწესრიგების სამუშაოები ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აუცილებელი პირობების შექმნას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031