25-12-2018
კომპოზიტორთა კავშირში ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი -2“-ის ორგანიზებითა და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით საახალწლო კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.
ღონისძიების ბოლოს, ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი 2“-ის დირექტორი ლელა უბილავა, მასწავლებლები და მოსწავლეები პროექტში - „აფხაზეთის დღეები ნიდერლანდების სამეფოში“ წარმატებული მონაწილეობისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ასევე, აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სამუსიკო განათლებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისთვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი 2“-ის სასწავლო ნაწილის გამგე მარინა გერგედავა და იურისტი ანა შარია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ.
13-05-2026
26-08-2026
| « სექტემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 | ||||