გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სააკაშვილი ჩივის, რომ ციხის დერეფანში გავლის დროს ნიკა მელია საკნიდან დედას აგინებს

4-09-2026

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას ციხეში, მისივე ყოფილი თანაპარტიელი და ნაცმოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია დედას აგინებს.

 

ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„ნიკანორ მელია, დიახ ის მელია რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა, ახლა ის დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით საკნიდან (ზუსტად ისე გლდანში კრიმინალები რომ მაგინებდნენ ), ვინაიდან გინების გარდა სხვა ბგერებს არ გამოსცემს, ვერ გეტყვით ზუსტად რა უნდა. რაზეც აქაური ბადრაგებიც დაუფარავად ბრაზდებიან და სხვადასხვა არასასიამოვნო ტერმინებით მოიხსენიებენ“ წერს სააკაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930