8-09-2026
კონგრესმენი ვიქტორია სპარცი გამოცემა The New York Times-ის მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო სტატიას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, გასაიდუმლოებულმა აუდიტორულმა შემოწმებამ გამოავლინა, რომ 2024 წელს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ თაღლითობის, კორუფციული სქემებისა და არასწორი მენეჯმენტის გამო 1,2 მილიარდი დოლარი დაკარგა.
სტატიაზე დაყრდნობით კონგრესმენი წერს, რომ ის, რაზეც წლების წინ თავად საუბრობდა და აფრთხილებდა შესაბამის ორგანოებს, ახლა ოფიციალურად დადასტურდა.
„აუდიტორულმა შემოწმებამ აჩვენა, რომ მხოლოდ ერთ წელიწადში, 2024 წელს უკრაინამ თაღლითობის, გაფლანგვისა და ცუდი მენეჯმენტის გამო $1,2 მილიარდი დოლარი დაკარგა... „შედეგად, აღარ გვაქვს სახსრები მეტი იარაღის შესაკვეთად... და არც საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალა გაგვაჩნია. ეს კი უკვე სისტემატურ ხასიათს ატარებს.
რა ირონიულია. რამდენიმე წლის წინ, ორივე პარტიის ხელმძღვანელობა, კორუმპირებული მედია და უკრაინის მთავრობა თავს მესხმოდნენ და „პროკრემლისტად“ მაცხადებდნენ იმის გამო, რომ უკრაინისთვის გაგზავნილი დახმარების მკაცრ კონტროლს მოვითხოვდი - ფულის ნაღდი სახით არ გაცემას და იარაღის პირდაპირ, შეუფერხებლად მიწოდებას ფრონტის ხაზზე.
ხალხი ყოველთვის იხდის საფასურს იმ მთავრობისთვის, რომელსაც ირჩევს. უკრაინელებს კი ამ საფასურის გადახდა საკუთარი სისხლით უწევთ”, - წერს კონგრესმენი.
13-05-2026