გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი მეზურნიშვილი: ინვესტიციების კუთხით იაპონია ძალიან აქტიურია და მნიშვნელოვანია, შევთავაზოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ძალიან დიდია ინტერესი იაპონური კომპანიებისა, რომ შემოვიდნენ ქართულ ბაზარზე

8-09-2026

PABSEC-ში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა ტოკიოში გამართული ოფიციალური შეხვედრები შეაფასა და აღნიშნა, რომ საუბარი ქართულ-იაპონურ ურთიერთობაზე შედგა.


მანვე აღნიშნა, რომ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოსა და იაპონიის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.


„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ტოკიოში, იაპონიის პარლამენტში შევხვდით საქართველოსა და იაპონიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ბატონ აისავას. ჩვენ ვისაუბრეთ ქართულ-იაპონურ ურთიერთობაზე. იაპონია არის ძალიან დიდი მეგობარი ჩვენი ქვეყნის, ყველა პლატფორმაზე საქართველოს ძალიან აქტიურად უჭერს მხარს.


ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოსა და იაპონიის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას. მოგეხსენებათ, იაპონია მეოთხე ეკონომიკაა 4 ტრილიონი მთლიანი შიდა პროდუქტით.


ინვესტიციების კუთხით იაპონია ძალიან აქტიურია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევთავაზოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ძალიან დიდია ინტერესი იაპონური კომპანიებისა, რომ შემოვიდნენ ქართულ ბაზარზე. ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართულ-იაპონური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს“, - განაცხადა მეზურნიშვილმა

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031