გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია: დეოკუპაცია მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით, მისი მთავარი შემადგენელი ნაწილია სახალხო დიპლომატია

9-09-2026

დეოკუპაცია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით. როდესაც დიპლომატიაზე ვსაუბრობთ, მისი მთავარი შემადგენელი ნაწილი და მთავარი კომპონენტი არის სახალხო დიპლომატია, - ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.


"ეს არის ძალიან მთავარი, ძალიან მარტივ და ძალიან მნიშვნელოვან პრინციპზე აგებული, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი და-ძმები, ერთმანეთი უნდა დავიბრუნოთ. დეოკუპაცია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით. როდესაც დიპლომატიაზე ვსაუბრობთ, მისი მთავარი შემადგენელი ნაწილი და მთავარი კომპონენტი არის სახალხო დიპლომატია. როდესაც პლენარული სხდომა გაიხსნა, ჩემს სიტყვაში სწორედ ამ პოლიტიკას გავუსვი ხაზი და კიდევ ერთხელ შევახსენე აგენტურას, მათ პატრონებს თუ რა არის ჩვენი პოლიტიკა და სად დგას ქართველი ერი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით. თუ როგორ ვხედავთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას. თუ რას ნიშნავს მშვიდობით დეოკუპაცია და თუ რას ნიშნავს ურთიერთობის აღდგენა, ერთმანეთის დაბრუნება, როდესაც აფხაზ და ოს და-ძმებზეა საუბარი“, - განაცხადა კირცხალიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930