გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

14-09-2026

ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებმა ხაშურის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 129 ძირი მუხის სახეობის ხე, საერთო მოცულობით 5 კუბური მეტრი საშეშე მერქანი.


სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. უკანონოდ მოპოვებული საშეშე მერქანი შემდგომი განკარგვის მიზნით ხაშურის საქმიან ეზოში გადაიტანეს. სამართალდარღვევა სახელმწიფო ტყეში განთავსებული ფოტოხაფანგის საშუალებით გამოვლინდა.


„ტყის რესურსების უკანონო მოპოვების პრევენციისა და კონტროლის გაძლიერების მიზნით, მონიტორინგს თანამედროვე ტექნოლოგიების - დრონების, სამხრე კამერებისა და ფოტოხაფანგების გამოყენებით ვახორციელებთ. გამოვლენილ სამართალდარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები გატარდება“, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ირაკლი ბენაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031