გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ახლო მომავალში რაიმე არსებით ცვლილებას არ ველოდებით

14-09-2026

ახლო მომავალში რაიმე არსებით ცვლილებას არ ველოდებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა რამდენიმე სტრუქტურაში, მათ შორის, საგამოძიებო სამსახურში და შემოსავლების სამსახურში, სადაც გაზიარებული იქნა ფინანსთა მინისტრის პოზიცია.


„არ მგონია, რომ რაიმე არსებითი ცვლილებები იყოს მომავალში. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა რამდენიმე სტრუქტურაში. საგამოძიებო სამსახური არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურა, ფინანსთა სამინისტროს ქვეშ ფუნქციონირებს, ანალოგიურად, შემოსავლების სამსახურიც. თავისი პოზიცია ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრს, რაც იყო ყურადსაღები და ეს პოზიცია გავიზიარეთ, შესაბამისი არგუმენტების საფუძველზე. შესაბამისად, განხორციელდა საკადრო ცვლილებები. ასევე, დღეს განხორციელდა საკადრო ცვლილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ამ შემთხვევაში იყო ბატონი გეკა გელაძის შესაბამისი პოზიცია და თამაზ ბორაშვილი პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ დაიკავებს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას. ეს არის ცვლილებები, რაც განხორციელდა და ახლო მომავალში რაიმე არსებით ცვლილებას არ ველოდებით. დასანიშნია კულტურის მინისტრი. ამასთან დაკავშირებით სიახლეს უახლოეს მომავალში გაგიზიარებთ", - განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031