გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართველი მასწავლებელი პრესტიჟული გერმანული პრემიის მფლობელი გახდა

26-12-2018

ქართველი პედაგოგი, ზეინაბ მურჯიკნელი მსოფლიოს იმ 10 მასწავლებელს შორისაა, რომელიც PASCH პრემიის მფლობელი გახდა.

 

პარტნიორი  სკოლების პროგრამა (PASCH) 2008 წელს შემუშავდა და  მასში მსოფლიოს 2000-ზე მეტი სკოლაა ჩართული. პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 35 ქვეყნიდან 483 ადამიანის მიერ 62 კანდიდატურა დასახელდა. 

 

PASCH ჯილდოს ის ადამიანები იღებენ, რომლებიც  გერმანულს როგორც მეორე ენას ასწავლიან და მოსწავლეებს  ინტერკულტურულ ღირებულებებს უზიარებენ.

 

ნომინირება კონკრეტული  მასწავლებლის კოლეგებსა და მოსწავლეებს შეეძლოთ. წარმდგენი პირი პირი ვალდებული იყო ,მის მიერ ნომინირებული მასწავლებლის საქმიანობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალით დაესაბუთებინა ,თუ რატომ იმსახურებდა  მისი კანდიდატი ამ ჯილდოს. საბოლოოდ, ჟიურიმ 10 საუკეთესო ფინალისტი გამოავლინა.

 

ზეინაბ მურჯიკნელი გერმანულ ენას პირველ ექსპერიმენტულ საჯარო სკოლაში ასწავლის. 25 დეკემბერს მას  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე შეხვდა და ორგანიზაციის სახელით საჩუქრები გადასცა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031