გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: გიორგი გველესიანმა ინტერვიუში საკუთარი სამშობლოს მოწყობის შესახებ აზრი გამოხატა, რითაც ქვეყნის სიყვარული და პატრიოტიზმი გამოავლინა, თუმცა მას თავს ისევ ის ადამიანები დაესხნენ, რომელთაც სამშობლოს უანგარო სიყვარული ვერ წარმოუდგენიათ

20-09-2026

ექსპერტი ნინო ფოჩხუა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ გიორგი გველესიანის მიერ კარიერის დასრულების შემდეგ მიცემული ინტერვიუს ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება.


როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, გიორგი გველესიანმა ინტერვიუში საკუთარი სამშობლოს მოწყობის შესახებ აზრი გამოხატა, რითაც ქვეყნის სიყვარული და პატრიოტიზმი გამოავლინა, თუმცა მას თავს ისევ ის ადამიანები დაესხნენ, რომელთაც სამშობლოს უანგარო სიყვარული ვერ წარმოუდგენიათ.


„გიორგი გველესიანმა დაასრულა საფეხბურთო კარიერა და პირველი სრული ინტერვიუ მისცა, სადაც გამოხატა საკუთარი აზრი საკუთარი სამშობლოს მოწყობის შესახებ, რითაც მან სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი გამოავლინა. ვინც ნახა, თუ ვინ დაესხა მას თავს, არც გაჰკვირვებია, იგივე უსამშობლო ადამიანთა კასტა, რომელთაც ვერ წარმოუდგენიათ სამშობლოს უანგარო სიყვარული, ხან იძახეს, დეპუტატობა უნდა, ხან წყალობას ელოდება და ა.შ. ამ თავდასხმებით არა თუ გიორგი გველესიანს, არამედ ვერავის მიაყენებენ ზიანს, ვისაც ქვეყანა უყვარს და სწორ მხარეს დგას“, - წერს ფოჩხუა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031