გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლისის ტბასთან, დაჭრილი მებრძოლების მხარდასაჭერად ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

25-09-2026

ლისის ტბასთან დაჭრილი მებრძოლების მხარდასაჭერად ყოველწლიური საქველმოქმედო მარათონი გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარათონში მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ, მოქმედმა და დაჭრილმა სამხედროებმა, ასევე უწყების სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს.


მარათონის დისტანციები (21კმ, 7კმ და 3კმ) დაფარეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა.


მარათონი მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასა და დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერას. საქველმოქმედო გარბენიდან შემოსული თანხა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“ ჩაირიცხება.


გარბენი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სსიპ თავდაცვის მოხალისეს, თავდაცვის ატაშეების ასოციაციისა და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ორგანიზებით ჩატარდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031