გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: საზოგადოებას უახლოეს მომავალში ეცნობება, ვინ დაიკავებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას

27-12-2018

„ეს არის გუნდის მიერ გადასაწყვეტი, აქედან გამომდინარე, ჩემი მხრიდან ერთპიროვნული განცხადების გაკეთება არ იქნება სწორი“,- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კითხვას, ვინ მოიაზრება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე და შესაძლოა თუ არა, აღნიშნული პოსტი ანრი ოხანაშვილმა დაიკავოს.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოება უახლოეს მომავალში მიიღებს.

კითხვაზე - როგორც ერთი დეპუტატი, ისურვებდა თუ არა გედევან ფოფხაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით, სუბიექტურ პოზიციას მას შემდეგ დააფიქსირებს, რაც გუნდი პოზიციაზე ჩამოყალიბდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031