გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პირი, რომელიც მოქალაქეს ფულის სანაცვლოდ მერიაში დასაქმებას პირდებოდა, საგამოძიებო სამსახურმა დააკავა

28-12-2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით დაარწმუნა მოქალაქე, რომ 5 000 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში უზრუნველყოფდა მის დასაქმებას ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე.


საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული მოქალაქისგან თანხის (5 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში) აღების ფაქტზე დააკავეს.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031