გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გონიოში უზბეკურ რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერა

25-09-2026

აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს ინდივიდუალური მეწარმე ა. კ.-ის (მისამართი: გონიო, ანდრია პირველწოდებულის მეოთხე ჩიხი N4) კუთვნილი უზბეკური რესტორანი. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. დარღვეული იყო მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.


გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, რესტორანი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.


სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს.


დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს ატარებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930