გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბენიამინ ნეთანიაჰუს გაეროში სიტყვით გამოსვლის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სიუზან სარანდონი გზის გადაკეტვის გამო დააკავეს

27-09-2026

ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციისას, სულ მცირე, 30 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ოსკარის მფლობელი მსახიობი სიუზან სარანდონი.


აქცია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლამდე გაიმართა. გაეროს შენობის წინ დაახლოებით 200 ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტებმა გზა გადაკეტეს, რის გამოც პოლიციამ მათ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა, თუმცა დემონსტრანტების ძირითადი ჯგუფი ადგილზე დარჩა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს.


ნიუ-იორკის სისხლის სამართლის კანონის 240.20 მუხლი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევად ითვალისწინებს, მათ შორის, ტრანსპორტის ან ქვეითთა მოძრაობის შეფერხებას და შეკრების დაშლის შესახებ პოლიციის კანონიერი ბრძანების შეუსრულებლობას.


ამ სამართალდარღვევისთვის კანონით შესაძლებელია: 250 აშშ დოლარამდე ჯარიმა; 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთა; ან ორივე სანქცია ერთად.


მოგვიანებით პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარასკევს ყველა მათგანს სასამართლოში გამოცხადების უწყება გადაეცა და, ხანმოკლე დაკავების შემდეგ, სახლში გაუშვეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930