გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აბაშის მუნიციპალიტეტში 250 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება

28-09-2026

შპს „საქართველოს მელიორაცია“ აბაშის მუნიციპალიტეტში ნოღელა-აბაშის დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს.


სოფელ სეფიეთში მდებარე ნოღელა-აბაშის დამშრობ მასივზე მაგისტრალური და კოლექტორული არხები ნატანი მასისა და მცენარეული საფარისგან იწმინდება.


არხების საერთო სიგრძე 5875 მეტრია.  


გატარებული ღონისძიებების შედეგად, აბაშის მუნიციპალიტეტში 250 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე უზრუნველყოფილი იქნება ჭარბი წყლის მოცილება, გაუმჯობესდება სადრენაჟე მომსახურება და ტერიტორიის სამელიორაციო მდგომარეობა.


დამშრობი მასივის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს დასრულდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031