გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია მერაბ მეტრეველზე: სამარცხვინო ადამიანის სამარცხვინო განცხადება! თავისთან, სახლში იმღეროს დილა-საღამოს უკრაინის ან ნებისმიერი ქვეყნის ჰიმნი, რომელიც მას ესიამოვნება

28-09-2026

„სამარცხვინო ადამიანის სამარცხვინო განცხადება! თავისთან, სახლში იმღეროს დილა-საღამოს უკრაინის ან ნებისმიერი ქვეყნის ჰიმნი, რომელიც მას ესიამოვნება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.


მან კომენტარი გააკეთა ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის მოწოდებაზე, რომ საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებების დღევანდელი მატჩის მაყურებლებმა უკრაინის ჰიმნი სოლიდარობის ნიშნად იმღერონ, ხოლო სტადიონის ადმინისტრაციამ თამაშის წინ მათ ამისკენ მოუწოდოს.


კირცხალიას თქმით, ესეც ერთ-ერთი პატარა აგენტის განცხადებაა, „რომელსაც ვერ გაურკვევია, რომელ პოლიტიკურ ნარატივს დააჯდეს“.


„ასეთი, პატარა კაცის განცხადებებით გამოირჩევა. იმ აგენტურულ ბაბლში, სადაც უნდა, რომ თავი მიადოს, ალბათ იმ ბაბლისთვის გააკეთა ეს განცხადება. სამარცხვინოა! კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ასეთი ადამიანებისგან შედგება ის გათითოკაცებული პარტაქტივი, რომელიც მართლაც სექტადაა გადაქცეული და სხვადასხვა ფორმით დაბოდიალობენ ქალაქის ქუჩებში“, - განაცხადა კირცხალიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930