გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდა

28-09-2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდა.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2026 წლის IBSA-ს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომლის ფარგლებში საქართველო რეკორდული რაოდენობის მონაწილეებს უმასპინძლებს. აღინიშნა საქართველოს წარმატებული გამოცდილება საერთაშორისო პარასპორტული ღონისძიებების ჩატარების მიმართულებით.


მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის მუდმივი მხარდაჭერის როლს და ენდრიუ პარსონსს საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.


საუბარი შეეხო პარალიმპიური მოძრაობის განვითარების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და აღინიშნა, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა პარალიმპიური კომიტეტის წლიური ბიუჯეტი, ხოლო პარასპორტსმენებისთვის დაწესებული ჯილდოები ოლიმპიური სპორტსმენებისას გაუთანაბრდა.


შეხვედრას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და პარალიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი შალვა მაისურაძე დაესწრნენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031