29-09-2026
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მცდელობის, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე, ორ პირს ბრალი წარუდგინეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, დაამზადეს ორი ერთეული ყალბი „ცნობა ყურძნის წარმოშობის შესახებ“. დოკუმენტებში შეტანილი იყო ყალბი მონაცემები, თითქოსდა რქაწითელის ჯიშის ყურძნის ადგილწარმოშობა იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭანდარი.
აღნიშნული ყალბი ცნობების გამოყენებით, ბრალდებულები შეეცადნენ, ჭანდარის ღვინის ქარხანაში 20 600 კილოგრამი დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძენი ჩაებარებინათ.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
13-05-2026
22-09-2026
23-09-2026