გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: ალან ბერსემ აღიარა, რომ თავად ევროსაბჭოც საჭიროებს რეფორმას, ნამდვილად საჭიროებს, რომ, როგორც მინიმუმ, დაინტერესებული ჯგუფების და მსგავსი ფსევდოენჯეოების ზეგავლენით არ მიიღოს სულელური და რეალობას აცდენილი რეზოლუციები საქართველოზე

29-09-2026

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროსაბჭოში ქართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ვიზიტს და ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალან ბერსეს განცხადებას ეხმაურება. ანალიტიკოსის თქმით, სტრასბურგში გამართულ შეხვედრაზე ბერსემ აღნიშნა, რომ შეხვედრის ფარგლებში გამოიკვეთა, „სად შეგვიძლია, გავაძლიეროთ ჩვენი გავლენა, მათ შორის ევროსაბჭოს რეფორმირების გზით“.


მისივე შეფასებით, ბერსეს განცხადება ცალსახად მიუთითებს, რომ თავად ევროსაბჭოც საჭიროებს რეფორმირებას, მათ შორის იმისთვის, რომ ორგანიზაციამ „დაინტერესებული ჯგუფებისა და მსგავსი ფსევდოენჯეოების ზეგავლენით“ საქართველოზე რეალობას აცდენილი გადაწყვეტილებები არ მიიღოს.


„უცხოური გავლენის აგენტებად მყარად ლუსტრირებული აქაური სამოქალაქო სექტორის რადიკალური ფრთა სტრასბურგში ჩვენი ქვეყნის დასმენისთვის მორიგ ტურში გაემგზავრა. და იცით, იქ რა მოხდა? ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ალან ბერსემ უთხრა, უთქვენოდაც კარგად ვიცით, რაც ხდება რეალურად საქართველოში და შემდეგ, როგორც მის განცხადებაშია ნათქვამი, „....შეხვედრაზე გამოიკვეთა, სად შეგვიძლია, გავაძლიეროთ ჩვენი გავლენა, მათ შორის ევროსაბჭოს რეფორმირების გზით“. ანუ, ცალსახად, თავის პირით აღიარა, რომ თავად ევროსაბჭოც საჭიროებს რეფორმასო. ნამდვილად საჭიროებს, რომ, როგორც მინიმუმ, დაინტერესებული ჯგუფების და მსგავსი ფსევდოენჯეოების ზეგავლენით არ მიიღოს სულელური და რეალობას აცდენილი რეზოლუციები საქართველოზე“, - წერს ანჯაფარიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930