30-09-2026
საქართველოს ეკონომიკა ზრდის სტაბილურ დინამიკას აჩვენებს. ქვეყნის ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს.
2026 წლის აგვისტოში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 6.3% შეადგინა, ხოლო იანვარი-აგვისტოს ზრდის მაჩვენებელი 7.6%-ს გაუტოლდა.
ეკონომიკური აქტივობის მატებას ნათლად ასახავს ბიზნეს სექტორის მონაცემებიც. კერძოდ, აგვისტოში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.1%-ით გაიზარდა. ამასთან, ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 6,261 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის აგვისტოს მაჩვენებელს 35.1%-ით აღემატება.
2026 წლის აგვისტოს ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანა ეკონომიკური აქტივობის ზრდამ შემდეგ სექტორებში: დამამუშავებელი მრეწველობა; ინფორმაცია და კომუნიკაცია; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები; ჯანდაცვა; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები; ხელოვნება, გართობა და დასვენება; ვაჭრობა; ტრანსპორტი და დასაწყობება; ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება.
მთლიანობაში, 2026 წელს ეკონომიკურ ზრდის ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები. კერძოდ, იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 22.1%-ით გაიზარდა და 5.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რე-ექსპორტის გამორიცხვით) ზრდა 63.5%-ს გაუტოლდა და 3.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
13-05-2026
22-09-2026
23-09-2026
| « ოქტომბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |