გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ივანე აბაშიძე: მსოფლიო ბანკის უახლესი კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოს სატრანპორტო, ისევე როგორც სანავსადგურე ინფრასტრუქტურა შეუცვლელია ზოგადად შუა დერეფნის სახელმწიფოებისთვის

30-09-2026

„მსოფლიო ბანკის უახლესი კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოს სატრანპორტო, ისევე როგორც სანავსადგურე ინფრასტრუქტურა შეუცვლელია ზოგადად შუა დერეფნის სახელმწიფოებისთვის და იმ სავაჭრო ინტერესებისთვის, რომლებიც არსებობს ევროპას, ცენტრალურ აზიასა და აზიას შორის ვაჭრობისა და დაკავშირებადობის თვალსაზრისით", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ.


სააგენტოს დირექტორის შეფასებით, ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ე.წ. ლენდლორდის მოდელით ავითარებს.


„მასში, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება ის თანამედროვე სავაჭრო და ლოგისტიკური ინტერესები, რომლებიც ზოგადად რეგიონის სახელმწიფოებს აქვთ - სწორედ ამ დაკავშირებადობის კუთხით, ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის მიმართულებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ანაკლიის ღმაწყლოვანი ნავსადგური მიიღებს შავ ზღვაზე ყველაზე დიდი წყალწყვის მქონე გემებს და, რაც მთავარია, ანაკლიაში გვექნება შესაძლებლობა, რომ არა მხოლოდ მოვემსახუროთ კონტეინერიზებულ ტვირთებს, არამედ ნაყარ ტვირთსაც. ეს პორტის პროფილის დივერსიფიკაციისთვის არის მნიშვნელოვანი და სწორად ასახავს იმ ინტერესებს, რომლებიც ზოგადად დერეფანში სახელმწიფოებს აქვთ სავაჭრო თვალსაზრისით", - განაცხადა ივანე აბაშიძემ.


ამასთან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სწორედ საქართველოს ნავსადგურების მულტიპროფილურობა არის ის ძლიერი მხარე, რომელიც განაპირობებს მისი ნავსადგურების მიმზიდველობას რეგიონის სახელმწიფოებისთვის.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031