გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გენადი არველაძე: CAREC-ის სავაჭრო პალატების ალიანსი კერძო სექტორს დაეხმარება, უფრო აქტიურად განახორციელოს ბიზნეს პროექტები შუა დერეფანში

1-10-2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ CAREC-ის (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა) მინისტრთა 25-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა.


ღონისძიების ფარგლებში ჩამოყალიბდა CAREC-ის სავაჭრო პალატების ალიანსი, რომელშიც საქართველოც გაერთიანდა. ალიანსი თანამშრომლობის ღია პლატფორმაა, რომელიც CAREC-ის წევრი ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატებსა და ბიზნესასოციაციებს აერთიანებს.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, CAREC-ის სავაჭრო პალატების ალიანსში საქართველოს გაერთიანება ხელს შეუწყობს ქვეყნის თანამშრომლობას აღნიშნული პროგრამის სხვა მონაწილე სახელმწიფოებთან შემდეგი მიმართულებებით -კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება, რეგიონის საინვესტიციო და ბიზნესშესაძლებლობების, მათ შორის, ახალი ბიზნესპარტნიორობების ხელშეწყობა.


"ალიანსი კერძო სექტორს დაეხმარება, უფრო აქტიურად განახორციელოს ბიზნეს პროექტები შუა დერეფანში და ხელი შეუწყოს ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით თანამშრომლობას," - აღნიშნა გენადი არველაძემ.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მონღოლეთში ვიზიტის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა CAREC-ის მინისტრთა 25-ე კონფერენციასა და სადისკუსიო პანელში, რომელიც შუა დერეფნის განვითარების მიმართულებებს მიეძღვნა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031