გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული განათლების მინისტრს, იუსუფ თექინს შეხვდა

2-10-2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული განათლების მინისტრს, იუსუფ თექინს შეხვდა.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული განათლების მინისტრს, იუსუფ თექინს შეხვდა.
 
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრობასა და მრავალწლიან წარმატებულ პარტნიორობას როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით. მხარეებმა საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები მიმოიხილეს.
 
ამ კონტექსტში აღინიშნა განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული შეთანხმება. ითქვა, რომ დოკუმენტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას, ასევე მოსწავლეებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
 
მთავრობის მეთაურის თქმით, ქართული მხარე მზად არის, განაგრძოს თურქეთთან მჭიდრო პარტნიორობა და ხელი შეუწყოს ორმხრივად სასარგებლო ინიციატივების განხორციელებას, მათ შორის ახალგაზრდობის სფეროში.
 
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031