გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მოსახლეობას შეუძლია, მშვიდ და თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს თავისი ხმა - ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი

3-10-2026

ახმეტის მოსახლეობა საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. შუალედურ არჩევნებში დარეგისტრირდა ერთი პოლიტიკური სუბიექტი - ლევან ითიურიძე "ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველოდან".ახმეტის მოსახლეობა საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. შუალედურ არჩევნებში დარეგისტრირდა ერთი პოლიტიკური სუბიექტი - ლევან ითიურიძე "ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველოდან".


ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური აღნიშნავს, რომ მოსახლეობას შეუძლია, რომ მშვიდ და თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს თავისი ხმა. 
"მიმდინარეობს შუალედური არჩევნები, ამ დროისთვის, მოსახლეობიდან გამომდინარე, შეიძლება ჩაითვალოს, რომ მომართვიანობა აქტიურია და მოსახლეობას შეუძლია, რომ მშვიდ და თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს თავისი ხმა", - აღნიშნა ალექსი ფიცხელაურმა. 


#18 ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, დავით დოინჯაშვილმა აღნიშნა, რომ არჩევნები ტრადიციული მეთოდით მშვიდ ვითარებაში ტარდება. კენჭისყრის პროცესი კი ზუსტად რვა საათზე ყველა წესის დაცვით დაიწყო.  


"დილით 08:00 საათზე გაიხსნა უბანი. არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია", - აღნიშნა დავით დოინჯაშვილმა.
დღეს ოთხი მუნიციპალიტეტის - ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031