გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია: IRI-ის მონაცემებმა დიდი იმედგაცრუება გამოიწვია აგენტურულ - არასამთავრობო თუ ე.წ. პოლიტიკურ ფლანგზე, დამერწმუნეთ, „ქართულ ოცნებას“ მინიმუმ ორჯერ მეტი შედეგი აქვს

4-10-2026

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მედიასთან IRI-ის კვლევის შედეგები შეაფასა.


მისი განცხადებით, სააკაშვილის მხარდამჭერთა აქციამ, რომელიც კვლევის შედეგების გავრცელების შემდეგ გაიმართა, აჩვენა, რომ ის რიცხვებიც კი გადაჭარბებულია, რაც კვლევაში იყო ნაჩვენები.


„ის დღე მიუთითებდა, რომ IRI-ს საკმაოდ გაზვიადებული რიცხვები აქვს მინიჭებული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებისთვის, განსაკუთრებით დედაპარტიისთვის, იქ 100 კაციც ვერ შეიკრიბა, მგონი. სასაცილოა ეს ყველაფერი.


რაც შეეხება IRI-ის კვლევას, იმ მონაცემებმა დიდი იმედგაცრუება გამოიწვია აგენტურულ - არასამთავრობო თუ ე.წ. პოლიტიკურ ფლანგზე, დამერწმუნეთ, „ქართულ ოცნებას“ მინიმუმ ორჯერ მეტი შედეგი აქვს რეალურად“, - განაცხადა კირცხალიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031