გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩს: ვურჩევდი, ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი

4-10-2026

„წარედგინა ისეთი საგრანტო პროგრამები, რომელსაც ჩავთვლიდით საჭიროდ, რომ არის დასაფინანსებელი და დავუფინანსებდით. და თუ წარადგინეს ისეთი პროგრამები, რომელიც არ ჩაითვალა საჭიროდ, დაფინანსებულიყო და ეს თუ გახდა რომელიმე ორგანიზაციის დახურვის მიზეზი, ეს მოიკითხოს იმ ორგანიზაციებში, რომელი ორგანიზაციებიც კარნახობენ იმ საფუძვლებს, რა საფუძვლებითაც აკეთებს შემდეგ განცხადებებს“, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ფონდების დახურვაზე გერმანიის ელჩს მისსავე განცხადებაზე.


კირცხალიამ გერმანელ დიპლომატს მოუწოდა, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების კრიტიკამდე გერმანიასა და ევროკავშირში არსებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებას გაეცნოს.


„ახლა რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობებს. მე მესმის, რომ გერმანია ერთ-ერთი დიდი კონტრიბუტორია იმ ეკონომიკურ კავშირში, რასაც ჰქვია ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მე მას ვურჩევდი, რომ ასეთი ხმამაღალი განცხადებებისას მან გაითვალისწინოს მათ შორის, მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და პროცესები, მათ შორის, მის ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შედეგები, ყველა ის დინამიკა, რაც ვითარდება მის ქვეყანაში. სად არის მათი ეკონომიკა დღეს, სად არის მთლიანად ჯამში ევროკავშირის ეკონომიკა დღეს, რა გამოწვევები აქვთ თუნდაც ენერგომატარებლების და ტარიფების მიმართულებით, რა მდგომარეობა აქვთ დასაქმების მიმართულებით, რა მდგომარეობა აქვთ მეწარმეობის და ინდუსტრიულ სფეროში და ამის შემდეგ აკეთონ ხმამაღალი განცხადებები, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე დაფუძნებული ნაბიჯი რომელ კავშირში, რომელ გაწევრიანებას აფერხებს.

მხოლოდ გერმანია არ არის გადაწყვეტილების მიმღები, რომელი ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირში თუ რომელი არა. ასევე, კარგად დაფიქრდნენ მის ქვეყანაშიც. როდესაც წევრ ქვეყნებზე აქვთ საუბარი, ასევე, უნდა გადახედონ იმ გადაწყვეტილებებს, რომელ გადაწყვეტილებასაც ახლა იღებენ, როდესაც ახალი წევრი ქვეყნები, რომლებიც შემოვლენ, არ ექნებათ ხმის უფლება, არ ექნებათ ვეტოს უფლება და ასე შემდეგ, და ზოგადად მმართველობით სტილსაც უნდა გადახედონ იმიტომ, რომ არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და რა ფასეულობებზე იდგა ევროკავშირი. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა“, - განაცხადა კირცხალიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031