გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ინდოეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

6-10-2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ამით ქუმარ მიშრასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ამით ქუმარ მიშრასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
 
მინისტრმა ინდოეთის ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
 
საუბარი შეეხო თანამშრომლობის პერსპექტივებს ვაჭრობის, ინვესტიციების, ინოვაციების, ტურიზმის, სამოქალაქო ავიაციის, ციფრული ტექნოლოგიებისა და ლოგისტიკის მიმართულებით.
 
შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და თამარ იოსელიანი ესწრებოდნენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031