გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარკო რუბიო: უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას

7-10-2026

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას.


რუბიოს განცხადებით, ამ ეტაპზე, უკრაინასთან მიმართებით, ყურადღება ძირითადად მიმდინარე კონფლიქტის დასრულებას ეთმობა.


„ამ კითხვაზე მარტივი „დიახ“ ან „არა“ პასუხი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას. მოგეხსენებათ, ამისთვის საჭიროა კონსენსუსი და ყველა წევრი ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობა.


ამ ეტაპზე, უკრაინასთან დაკავშირებით, ჩვენი ყურადღება ძირითადად ამ კონფლიქტის დასრულებაზეა გამახვილებული - თუკი ეს შესაძლებელია.


სამწუხაროა ამდენად მაღალი ადამიანური მსხვერპლი, თუმცა ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ: თუკი შეგვიძლია რაიმე წვლილი შევიტანოთ ომის დასრულებაში, გვსურს, ეს კონსტრუქციულად გავაკეთოთ“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031