გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

7-10-2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნაურუს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მარკუს სტივენსს შეხვდა. შეხვედრა საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, ორი ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებს შორის პირველი შეხვედრაა.


შალვა პაპუაშვილმა მარკუს სტივენსს მადლობა გადაუხადა ნაურუს გადაწყვეტილებისთვის, რომლის საფუძველზეც ქვეყანამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარება გააუქმა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა.


პაპუაშვილის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის პატივისცემის ნათელი გამოვლინებაა.


მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და აღნიშნეს, რომ ეს ნაბიჯი ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობის დასაწყისია.


შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გამოხატეს საპარლამენტო კავშირების განვითარების მზაობა.


შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, ნაურუს რეფორმების მიმართულებით მიღებული წარმატებული გამოცდილება გაუზიაროს.


შეხვედრა ტანზანიის ქალაქ არუშაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.


პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031