გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: ნუთუ ვერ ხვდებით, რომ მსგავსი რეზოლუციებით და გამოხდომებით ევროპისგან უფრო აშორებთ საქართველოს, ვიდრე აახლოებთ

8-10-2026

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპარლამენტის მიერ საქართველოს საკითხზე მომზადებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები საქართველოში ევროსკეპტიკოსთა რაოდენობის ზრდას უწყობს ხელს.


ანჯაფარიძის თქმით, ევროპარლამენტის უმრავლესობა, განხილვის შემდეგ „ბრმად, ერთსულოვნად“ მოაწერს ხელს მორიგ ანტიქართულ რეზოლუციას.
„ჩვენ ვნახავთ, ამ 20-კაციანი განხილვის შემდეგ როგორ ბრმად, ერთსულოვნად მოაწერს ხელს მორიგ ანტიქართულ რეზოლუციას ევროპარლამენტის უმრავლესობა. ამიტომ, მინდა უბრალოდ ვკითხო ან მივმართო აქედან:


ნუთუ ვერ ხვდებით, რომ მსგავსი რეზოლუციებით და გამოხდომებით ევროპისგან უფრო აშორებთ საქართველოს, ვიდრე აახლოებთ? ყოველი ასეთი რეზოლუცია, რომელიც საქართველოსა და მისი არჩეული ხელისუფლების დასჯისკენ მოუწოდებს, პირდაპირპროპორციულად ამრავლებს საქართველოში ევროსკეპტიკოსთა რაოდენობას.


და ბოლოს, ნუ გგონიათ პროევროპელები ისინი, ვინც თავს გაჩვენებენ ასეთად. ამას გეუბნებით ერთი რიგითი პროევროპელი, რომელიც ფსევდო-პროევროპელებისგან განსხვავებით, ევროპას მხოლოდ ვარდისფერი სათვალით არ უყურებს. ცოტა უკეთ და ღრმად შეისწავლეთ საქართველო!“, - წერს ანჯაფარიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031