9-10-2026
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთმა კატასტროფული მარცხი განიცადა, თუმცა ამ სიმართლეს წლებია ხალხს უმალავენ.
სააკაშვილის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„სიმართლე, რომელსაც ამდენი წელი გიმალავდნენ...
სიმართლე არის ის, რომ 2008 წელს რუსეთი კატასტროფულად დამარცხდა. აბა სხვა რა ჰქვია იმას, როცა ტრილიონჯერ უფრო დიდი ქვეყანა ესხმის პატარა მეზობელს, ძვრას ვერ უყოფს მის სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, პოლიტიკურ კურსს და ვერცერთ საკუთარ მიზანს ვერ ასრულებს.
2008 წელი არის სწორედ ჩვენი არ და ვერ დაჩმორების ბრწყინვალე მაგალითი. ჩვენ ჩვენი არსით თუმცა პატარა, მაგრამ გამარჯვებისთვის დაბადებული ერი ვართ“ - წერს სააკაშვილი.
13-05-2026