გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში სახალხო დღესასწაული „კასპობა 2026“ აღინიშნა

10-10-2026

კასპში სახალხო დღესასწაული „კასპობა 2026“ მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა.

 

ქალაქის ცენტრში, სააკაძის სკვერის მიმდებარედ, მოეწყო ადმინისტრაციული ერთეულებისა და ადგილობრივი მეწარმეების თემატური კუთხეები, გამოიფინა ხელნაკეთი ნივთები და გაიმართა კულტურული და სპორტული აქტივობები.

 

ასევე, პატარებისთვის უფასო საბავშვო გასართობი სივრცე ატრაქციონებით, ზღაპრის გმირებითა და გასართობი შოუ პროგრამებით. სივრცე დაეთმო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის სპეციალურ კუთხეებს.

 

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ადგილობრივებს "კასპობა" მიულოცეს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა და პარლამენტის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა.

 

"კასპობის" ღონისძიებას სტუმრობდა ასევე იაპონიის ელჩი საქართველოში და დელეგაციის სხვა წევრები.

 

ღონისძიების ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერიამ ღვაწლმოსილი პედაგოგები, ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიანტები და ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულები დააჯილდოვა.

 

საზეიმო კონცერტში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები, კასპის კულტურის ცენტრთან არსებული ბენდი “Old String” - ძველი სიმები".

 

დღესასწაული საღამოს გალა კონცერტით გაგრძელდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მომღერალი დოდონა ნამორაძე და ჯგუფი „ბანი“.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031