გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
პიროტექნიკით დაშავებულთა რაოდენობა იზრდება - დამწვრობის ცენტრში 8 წლის მოზარდი შეიყვანეს

3-01-2019

პიროტექნიკით დაშავებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. კლინიკაში სახის დამწვრობით 8 წლის მოზარდი შეიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. წელს პიროტექნიკით დაშავებულთა საგანგაშო მაჩვენებელი დაფიქსირდა.


„წინა წლების გამოცდილებამ გვასწავლა, რომ ეს არ მთავრდება არც პირველში, არც ორში, ეს გრძელდება ძველით ახალ წლამდე და მერეც. მოსახლეობა მინდა გავაფრთხილო, რომ სხვანაირად მიულოცონ ერთმანეთს ახალი წელი“-ამბობს დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე.


11 დაშავებულია შეყვანილი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში. დირექტორი ირაკლი გოგინავა ამბობს, რომ დაშავებულებს მტევნის დაზიანება პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო ჰქონდათ მიყენებული.


გოგინავას თქმით, 4 პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, რადგან მდგომარეობა მძიმე იყო და თითების ამპუტაცია გახდა საჭირო.



rustavi2.ge

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31