გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის მერი მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

21-10-2026

კასპის მუნიციპალიტეტის მერი  ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჩიტიშვილთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად  მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.


გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხვითის, ასევე სოფელ ლამისყანის საჯარო სკოლასთან და საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზების მოწესრიგება მიმდინარეობს.

 

პროექტის ფარგლებში დაიგება ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა რკინა-ბეტონის კიუვეტები ცხაურებით და ეზოში შესასვლელები. 


სარეაბილიტაციო სამუშაოები გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების ფონდიდან ფინანსდება, რომლის დასრულების შემდეგ ადგილობრივები კეთიმოწყობილი გზით ისარგებლებენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031