გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს სარჩელი დაჩქარებული წესით მიღებული კანონის საფუძველზე შევიდა

27-10-2026

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ლევან  ბეჟაშვილის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მტკიცება, თითქოს სარჩელის შეტანა დაჩქარებული წესით მიღებულ ახალ კანონს ეფუძნება, სიცრუეა.

  

მისი თქმით, სარჩელი იმ ნორმების საფუძველზეა მომზადებული, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობაში უკვე მრავალი წელია მოქმედებს და მასში არცერთი ახალი ნორმა არ არის მითითებული.

  

“ტყუილია, რომ სარჩელის შეტანამდე დაჩქარებული წესით მიღებული კანონის საფუძველზე მოხდა სარჩელის შეტანა.


სინამდვილეში: სარჩელის შეტანა იმ ნორმების საფუძველზე განხორციელდა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობაში უკვე მრავალი წელია მოქმედებს და სარჩელის საფუძვლად არცერთი ახალი ნორმა არ არის მითითებული”- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30