გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სონღულაშვილი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ბორდის დირექტორს, დავით მორისონს შეხვდა

28-10-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ბორდის დირექტორს, დავით მორისონს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.


„საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, გავაძლიეროთ ბიომრავალფეროვნების დაცვა, დავნერგოთ მართვის თანამედროვე მიდგომები და უზრუნველვყოთ ბუნებრივი ეკოსისტემების გრძელვადიანი შენარჩუნება“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კოლხეთის დაცული ტერიტორიების გაფართოების, რიონის აღკვეთილის მნიშვნელობის და ზუთხის სახეობებისა და მათი საარსებო გარემოს დაცვის საკითხებზე.


საუბარი შეეხო ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების იუნესკოს აღიარების საკითხსა და საქართველოს დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული პარკების შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30